არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს - კვირის პალიტრა

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწოვანზე სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძაა.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 140-ე მუხლით მიმდინარებს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. დაზარალებული 10 წლამდე ბავშვია.

"ინტერპრესნიუსი"