კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვანს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რატომ აპირებს ჩვენების შეცვლას ბექა შენგელია?!
კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვანს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რატომ აპირებს ჩვენების შეცვლას ბექა შენგელია?!
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბექა შენგელიას პირველი ჩვენება განპირობებული იყო მისი შეყვარებულის, არასრულწლოვანი ნინა ჩ.-ს გადასარჩენად, ხოლო რადგან მას წინა პროცესებზე უკვე მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამჟამად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ბექა შენგელიამ რეალურ ფაქტებზე არ ისაუბროს.

"ბექას ჩვენება მიცემული აქვს და ეს იყო აღიარებითი ჩვენება. ამის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ერთადერთი მოტივაცია ის იყო, რომ გადაერჩინა თავისი შეყვარებული. ყოველი შეხვედრის დროს მე ამ მოტივს მიმეორებს ბექა შენგელია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მის შეყვარებულს უკვე მიუსაჯეს, ბექა შენგელია შეცვლის ჩვენებას", - განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგი სხდომა 23 მაისს, ბექა შენგელიას და საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის ირმა ყოჩიაშვილის დაკითხვით გაგრძელდება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული, ლუკა ჩიხლაძე დაიკითხა.

იხილეთ ასევე: კანიბალიზმის საქმე

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (5)
Nina
20 მაისი 2017 01:40
Aba sheyvarebuli irma iyovo? Exla nina gaxda?)))))
monadire
20 მაისი 2017 01:08
მე მხეცი არ ვარ!!!!!!!!!!! თხოვნა მაქვს მათხოვეთ ეს შენგელია, შრომას ვასწავლი, ყანა მაქვს და ვერ ვამუშავებ. თუ შეეშლება თოხნა საკუათი ხორცით ვასაუზმებ, არადა რა დედა ყავს რა მამა ეს რამ გაზარდა ასეთი???????????
eka
19 მაისი 2017 21:33
სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ყველას ვინც მონაწილეობდა ამ გაუგონარ მკვლელობის ამბავში. კანონმდებლებო კანონი გაამკაცრეთ, თორემ ცოტა ხანში სანანებელი გაგიხდებათ ყველაფერი. ამ კანიბალებს 8 წელი ეყოფათ!!! ისინი ხომ ყველასთთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
=====
19 მაისი 2017 17:58
აქამდე მისი შეყვარებული ირმა ყოჩიაშვილი იყო და ახლა ნინა ჩ. გახდა?! ისე სხვათაშორის ნინა ჩ-ს თუ უკვე მიუსაჯეს, დრო არ არის , მის სრულ ვინაობას გაეცნოს საზოგადოება?!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები