ადვოკატი: "ბექა შენგელია არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც აზრს დღეში რამდენჯერმე იცვლის" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "ბექა შენგელია არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც აზრს დღეში რამდენჯერმე იცვლის"

თბილისის საქალაქო სასამართლოში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულების, ბექა შენგელიას და ირმა ყოჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შენგელიას ადვოკატის, ლალი ბიწოშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე იგეგმება ბრალდებულ ბექა შენგელიას ჩვენების მიცემა, სადაც სავარაუდოდ, შეცვლის ჩვენებას.

მისივე განმარტებით, ბრალდებულის მიერ ჩვენების შეცვლა განპირობებულია იმით, რომ საქმეში კიდევ ერთი არასრულწლოვან ბრალდებულს უკვე მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არაერთხელ მითხრა, რომ მან დაიბრალა ის ქმედება, რაც არ განუხორციელებია, რათა გადაერჩინა ერთ-ერთი ბრალდებული, თუმცა რადგან მას უკვე მიუსაჯეს, ბექა შენგელია სავარაუდოდ, იტყვის დღევანდელ პროცესზე სიმართლეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"