"ელენეს ქუჩაში მის მეზობლად მცხოვრები ყრუ-მუნჯი მამაკაცი დახვდა, სახლში დანის მუქარით შეიყვანა და სასტიკად აწამა" - კვირის პალიტრა

"ელენეს ქუჩაში მის მეზობლად მცხოვრები ყრუ-მუნჯი მამაკაცი დახვდა, სახლში დანის მუქარით შეიყვანა და სასტიკად აწამა"

23 მაისს, თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი, ელენე გოკაძე მოკლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი ნახეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

ელენე 13 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. როგორც ემიგრანტების თემაზე მომუშავე, შოთო სიხარულიძემ განაცხადა, ელენეს ქუჩაში მის მეზობლად მცხოვრები ყრუ-მუნჯი მამაკაცი დახვდა, სახლში იარაღის მუქარით შეიყვანა და სასტიკად აწამა. სწორედ შოთო სიხარულიძემ გაავრცელა ინფორმაცია მომხდარის თაობაზე.

შოთო სიხარულიძე:

- პირველ სართულზე ცხოვრობდა მკვლელი. ელენეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, მკლელობაში ბრალდებულის სახლის წინ უნდა გაევლო. ჩაუსაფრდა და დანის მუქარით სახლში შეიყვანა. გარეთ დარჩა ელენეს ტუფლი და ჩანთა. იმით მოიძებნა და დილით იპოვეს. მან სკამზე სკოჩით მიბმული ახალგაზრდა ქალი სასტიკად აწამა, გადაუჭრა ვენები და ბოლოს ყელი გამოჭრა... მკვლელობაში ბრალდებულის გვარ-სახელია მეთინ არზიკი. მან გაქცევა სცადა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ჩვენმა ერთიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, თუმცა აღიარებს თუ არა მკვლელობას და მკვლელობის მოტივად რას დაასახელებს ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

სიხარულიძისვე ცნობით, ელენე წარმოშობით ზესტაფონიდან იყო და მას დედ-მამა ცოცხალი არ ჰყავს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)