ორი დაღუპული და ორი დაშავებული - ავარია ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე - კვირის პალიტრა

ორი დაღუპული და ორი დაშავებული - ავარია ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე

ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"