11 წლის ბავშვი ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა - ავარიას შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

11 წლის ბავშვი ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა - ავარიას შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ავტოავარიას 11 წლის  ბიჭი ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, გელათის ქუჩაზე დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ მოზარდს დაეჯახა. მათგან ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველთა თქმით, "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მოზარდს იმ დროს დაეჯახა, როცა ის საკუთარ სახლთან ველოსიპედით სეირნობდა.

მეორე დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ვებპორტალ kutaisitoday.com-ის ინფორმაციით გარდაცვლილი ბიჭი ნიკუშა პატარიძეა, რომლის სიცოცხლე იმ დროს იმსხერპლა ავტომანქანამ, როდესაც დედამისი მეოთხე ბავშვზე მშობიარობდა.

იხილეთ ვიდეო