"ენით აუწერელი წამებით მოკლეს ელენე" - ქართველი ემიგრანტის რთული ცხოვრების ტრაგიკული დასასრული - კვირის პალიტრა

"ენით აუწერელი წამებით მოკლეს ელენე" - ქართველი ემიგრანტის რთული ცხოვრების ტრაგიკული დასასრული

"ნაგროვები ფულით ბინა და მანქანაც იყიდა, უხაროდა, საკუთარი ჭერი მაქვს,საქართველოში დავბრუნდები და ოჯახს შევქმნიო"

ამ დღეებში თურქეთში ქართველი ემიგრანტი, 34 წლის ელენე გოკაძე წამებით მოკლეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქ ფაცაში მცხოვრებმა 30-მდე წლის ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოკლა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მკვლელობაში მეორე, ასევეყრუ-მუნჯი მამაკაცი მონაწილეობდა. მომხდარზე სტატია გაზეტმა "კვირის პალიტრამ" მომაზადა, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ნანა ტუღუში: - ელენე 20 წლისაც არ იქნებოდა, თურქეთში რომ ჩამოვიდა, ობოლი იყო, საკ-უთარი თავისთვის მარტოს უნდა ეპატრონა. ერთადერთი ძმა ჰყავს ზესტაფონში, სულ მისი შვილე¬ბისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი. ნაგროვები ფულით ზესტაფონში ბინა და მანქანაც იყიდა,უხაროდა, საკუთარი ჭერი მაქვს,საქართველოში დავბრუნდები და ოჯახს შევქმნიო. ფაცაში ორ ქარ¬თველ გოგონასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იმ დილით მეც შემხვდა, აქ პატარა ბაზარია, სადაც ქართველებისაგან ყავას ვყიდულობთ და იქ მივდი¬ო¬დი. ძალიან ფერმკრთალი მომეჩვენა. მოვიწამლე და ფეხზე ვეღარ დავდექი, ექიმთან უნდა მივიდეო... რას ვიფიქრებდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი.

- გავრცელებული ინფორმაციით,ელენე მეზობელმა, ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოკლა. თუმცა, როგორც ირკვევა, მკვლელს თანამზრახველიც ჰყავდა.

- ელენე სამუშაოდან შინ 8-დან 9 საათამდე ბრუნდებოდა. რომ დაიგვიანა, გოგონებმა დაურეკეს, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. მერე ნაცნობებთან დაუწყეს ძებნა, თუმცაამაოდ. დილით ერთ-ერთმა მათგანმა მეზობელ სახლთან, ქუჩაში ჯერ ელენეს ფეხსაცმელი დაინახა, მერე კი ჩანთაც. მიხვდნენ, რომ რაღაცუბედურება მოხდა და პოლიციაში დარეკეს... ელენე იქვე, ერთ-ერთი ბინის პირველ სართულზე იპოვეს, იმ სახლში მკვლელი ცხოვრობდა... ყრუ-მუნჯი უკვე გაქცეული დახვდათ, ბინაც ბოქლომით ჰქონდა დაკეტილი, დასკოჩილი და დასერილი ელენე სისხლის გუბეში იწვა.

ფაცა პატარა ქალაქია, აქ ყველა ერთმანეთს ცნობს. მკვლელს მეც ვიცნობდი, სულ თავისი ბინის წინ იდგა სხვა ყრუ-მუნჯებთან ერთად. ელენეს სამსახურში წასვლისას ან დაბრუნებისას მისი სახლის წინ უნდა გაევლო. ირკვევა, რომ დანაშაული მარტოს არ ჩაუდენია, მეორე ყრუ-მუნჯიც დაიხმარა, თანაც ორივე ორჯერ ყოფილა ნასამართლები ყაჩაღობისთვის. ცხადია, ელენეს სახლში შეთრევა ორ კაცს არ გაუჭირდებოდა. საწყალი, როგორც ჩანს, მაინც უწევდა წინააღმდეგობას, მკვლელს სახეც დაკაწრული აქვს.

რომ წარმოვიდგენ, როგორი ენით აუწერელი წამებით მოკლეს ელენე, ბოღმა მახრჩობს. აქ ისედაც სულ შიშში ვართ, ქუჩაში ქართულად ლაპარაკსაც ვერიდებით, რომ ვინმე არ აგვედევნოს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძნეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად