საპატრიარქოს იურისტი: "პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების სურვილი მეუფე პეტრეს გარდა, სოსო ოხანაშვილსაც გააჩნდა" - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს იურისტი: "პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების სურვილი მეუფე პეტრეს გარდა, სოსო ოხანაშვილსაც გააჩნდა"

"პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების სურვილი მისი უწმინდესის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილსაც გააჩნდა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.

"მეუფე პეტრეს გარდა, ანტიპატრიარქისტია სოსო ოხანაშვილი, რომელიც ასევე ცდილობდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილებას. უშუალოდ მეუფე პეტრეს დღესაც დაგეგმილი აქვს და ფიქრობს პატრიარქის არამარტო ტახტიდან ჩამოცილებას, არამედ მის მოკვდინებას. სოსო ოხანაშვილი კი დედაოების მეშვეობით გერმანიიდან მითვლის, რომ მე გავჩუმდე, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ გავჩუმდები. სოსო ოხანაშვილი ახლო, მეგობრულ ურთიერთობაში და სულიერ, იდეურ ერთობაში იყო მეუფე პეტრესთან", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ და აქვე დასძინა, რომ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები გააჩნია.

"ინტერპრესნიუსი"