გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩის #3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა სახლში ოჯახის წევრები იყვნენ. ყაჩაღობის შემდეგ რაზმაძის დედა საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"