ორი დაღუპული და ორი დაშავებული, მათ შორის მცირეწლოვანი - ავარია ყვარელში - კვირის პალიტრა

ორი დაღუპული და ორი დაშავებული, მათ შორის მცირეწლოვანი - ავარია ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ბე ემ ვე"-სა და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ავარიისას დაშავებული შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ამ დროისთვის თელავის საავადმყოფოში მკურნალობას გადის კიდევ ორი დაშავებული, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი, 1 წლისა და 2 თვის ბავშვია.

ავტოავარია, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.

შს სამინისტრომ საქმე 267-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"