მკვლელობა ვარკეთილში - 40-წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრის შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მკვლელობა ვარკეთილში - 40-წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრის შედეგად გარდაიცვალა

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. მესამე მიკრორაიონში 40-წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"