ყაჩაღობა ქუთაისში - ნიღბიანმა პირებმა ინკასაციის მანქანა გაიტაცეს - კვირის პალიტრა

ყაჩაღობა ქუთაისში - ნიღბიანმა პირებმა ინკასაციის მანქანა გაიტაცეს

ცოტა ხნის წინ ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ყაჩაღობა მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 26 მაისის ქუჩაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები, თავს საინკასაციო მანქანას დაესხნენ.

ინკასაციას სამი ადამიანი ატარებდა. ჩასარიცხი აპარატიდან ფულის ამოღების შემდეგ, ისინი მანქანაში ჩასხდნენ, რის შემდეგაც ნიღბიანებმა მანქანიდან გადმოსვეს და მანქანა გაიტაცეს.

პოლიციამ მანქანას ცხელ კვალზე უკვე მიაკვლია, თუმცა დაკავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.