სტამბოლის პოლიციამ კიდევ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა - კვირის პალიტრა

სტამბოლის პოლიციამ კიდევ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს მოქალაქეებისთვის თანხების გამოძალვა ედებათ ბრალათ.

როგორც თურქული მედია წერს, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა.

თურქულ მედიაში ასევე მოყვანილია დაკავებული ქართველების ინიციალები: მიხეილ ჯ (31 წლის), მამუკა ჯ (39 წლის), ტარიელ ს (46 წლის), ემზარ რ (54 წლის), მალხაზ გ (30 წლის).

აღსანიშნავია, რომ 16 მაისს თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველების დაკავების შესახებ გენერალურ საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება უკვე შესულია.

"ოფიციალური შეტყობინება უკვე შესულია სტამბოლში გენერალურ საკონსულოში და მიმდინარეობს გამოძიება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში.