მამამთილმა რძალი სანადირო თოფით დაჭრა - კვირის პალიტრა

მამამთილმა რძალი სანადირო თოფით დაჭრა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მამამთილმა რძალს სანადირო თოფი ესროლა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი გაქცევას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ დააკავა. 26 წლის დაჭრილი ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.