ნიღბიანებმა მოხუცი ქალის სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს - ყაჩაღობა თბილისში - კვირის პალიტრა

ნიღბიანებმა მოხუცი ქალის სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს - ყაჩაღობა თბილისში

თბილისში, დიდუბეში, კერესელიძის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა პირებმა მოხუცი ქალის სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.