ათამდე გასროლა და 27 წლის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ათამდე გასროლა და 27 წლის მსხვერპლი

გუშინ, გვიან ღამით, მკვლელობა მოხდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივების თქმით, მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგონეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, გასროლას წინ ჩხუბი უძღოდა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ორი - 108-ე და 236 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.