თელეთის გზაზე ავტობუსი ავტომანქანას შეეჯახა და ამობრუნდა - კვირის პალიტრა

თელეთის გზაზე ავტობუსი ავტომანქანას შეეჯახა და ამობრუნდა

მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა.

მგზავრების ამოყვანა ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არიან დაშავებულები. სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.