ახალგაზრდებს 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდებს 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა

გურამიშვილის გამზირზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თავდასხმა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. მათივე თქმით, დაჭრილთაგან 2 სპორტსმენია, 2 კი გულშემატკივარი. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 2 - მსუბუქადაა დაზიანებული, კიდევ ერთს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება.

როგორც ცნობილია, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. დაპირისპირება თავდამსხმელებსა და დაჭრილებს შორის, სავარაუდოდ, გუშინ დაიწყო. დაშავებულები მე-5 და მე-8 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.