"პრეზიდენტსაც არა ჰყავს იმდენი მრჩეველი, რამდენიც სანაკოევს..." - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტსაც არა ჰყავს იმდენი მრჩეველი, რამდენიც სანაკოევს..."

იქაურობა ადმინისტრაცია "ნაციონალების" ბუდეა"

"იმის გამო გამაგდეს სამსახურიდან, რომ ბევრის თქმა გავბედე, არ მაპატიეს, რომ არ ვეგუებოდი დიქტატურას, უკანონობას და მუდმივად ვაპროტესტებდი იმას, რაც არ მომწონდა",- ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ცხინვალელი ირინა თედეევაა, რომელმაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურში 10 წელი იმსახურა. ირინა დიმიტრი სანაკოევის ბრძანების საფუძველზე 6 თვის წინ გაათავისუფლეს. მან ხელმძღვანელის წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას მიმართა და უფლებების აღდგენა მოითხოვა.

ირინა თედეევა: - დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია "ნაციონალების" ბუდეა, სადაც ხელმძღვანელის სამი მრჩეველი უშიშროების ყოფილი თანამშრომელია. როცა რესურსცენტრები გააუქმეს, 2012 წელს ადმინისტრაციაში შეიქმნა განათლების სამმართველო, სადაც დაასაქმეს თეა ტაბიძე, რომლის ქმარიც, ლევან ტაბიძე, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კოორდინატორი და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი იყო. თეა ტაბიძის ოჯახის მეგობარი ნანული სეფაშვილი კი კადრების უფროსს მიუსვეს მოადგილედ. გასული წლის ნოემბრამდე მეც განათლების სამსახურში ვმუშაობდი და დევნილი ბავშვებისთვის ვატარებდით ღონისძიებებს. ხელმძღვანელობას შევთავაზე, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა ინგლისური ენა. იმხანად ტაბიძის ქუჩაზე იყო ადმინისტრაცია და სანაკოევმა საკმარისი ფართის უქონლობა მოიმიზეზა, მითხრა, ჯერ ოფისი შევიცვალოთ და მერეო. ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ პირები, რომელთაც არა აქვთ უმაღლესი განათლება და იღებენ მაღალ ანაზღაურებას. 2013 წელს ე.წ. ატესტაცია ჩატარდა და იმ პირ-ებმა, რომელთაც არა აქვთ დიპლომები, მშვენივრად გადალახეს ბარიერი.

...

ჩვენს ბიუჯეტზეა ცხინვალის საფეხბურთო კლუბი, რომელშიც სანაკოევმა თავისი ვაჟი დაასაქმა. 2015 წელს აუდიტორული შემოწმება ჩატარდა და დაიწერა არასახარბიელო დასკვნა. პრეზიდენტსაც არა ჰყავს იმდენი მრჩეველი, რამდენიც სანაკოევს. შვიდი მრჩევლისგან სამმა, ეთნიკურად ოსმა, სახელმწიფო ენა - ქართული არ იცის. სანაკოევს უმაღლესი განათლებაც არა აქვს. უბედურება ის არის, რომ ის შვიდი მრჩეველიც ვერ ეხმარება, მხოლოდ ხელფასებს იღებენ.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.