"დაშავებულები სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, როცა თავს დაესხნენ " - 4 დაჭრილი და მომხდარის დეტალები - კვირის პალიტრა

"დაშავებულები სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, როცა თავს დაესხნენ " - 4 დაჭრილი და მომხდარის დეტალები

25 ივნისს გურამიშვილის გამზირზე, "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან" ოთხი ადამიანი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 თავდამსხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. მათივე თქმით, დაჭრილთაგან 2 სპორტსმენია, 2 კი გულშემატკივარი. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 2 - მსუბუქად, კიდევ ერთს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება.

ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. თუმცა, სასწავლებლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი დაცვის სამსახურს იარაღი არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მომხდარი ფაქტი გახსნა.

უწყების ცნობით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია და მიმდინარებს მუშაობა მათ დასაკავებლად.

"თბილისში, თემქაზე მომხდარი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელსაც წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, გახსნილია. დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად", - განაცხადეს შსს-ში,