პრეზიდენტის შვილის მეგობარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის შვილის მეგობარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"