სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, ოპერატორი კი ცივი იარაღით დაჭრეს - კვირის პალიტრა

სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, ოპერატორი კი ცივი იარაღით დაჭრეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი ცივი იარაღით დაჭრეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.