ნინა სუბლატი: "არა მგონია, ბერას ისე ვუყვარდე, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა"
ნინა სუბლატი: "არა მგონია, ბერას ისე ვუყვარდე, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა"
03-07-2013
"საქართველოს ვარსკვლავის" ახალი გამარჯვებული ორშაბათს გამოვლინდა. ნინა სუბლატმა ხმების 47% მიიღო. მას სანატრელი პრიზები ერგო - ალბომს ჩაწერს და სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრება. როგორ შეაფასებს კონკურსს და კონკურსანტებს, რატომ დაშორდა შეყვარებულს, რა შეხედულება აქვს ქართულ შოუბიზნესზე, როგორ პასუხობს ეკა კვალიაშვილის მილოცვას და ჭორებს იმის შესახებ, თითქოს ბერამ დააფინანსა - ამ თემებზე "საქართველოს ვარსკვლავს" ვესაუბრეთ.

- ნინა, გილოცავთ გამარჯვებას. საკონკურსო პერიოდს როგორ შეაფასებ და რომელ ტურს გამოარჩევ?

- რაც შეეხება საკონკურსო პერიოდს,ბევრი რაღაც ვისწავლეთ და მივიღეთ თავად მაყურებლებისგანაც. გამორჩეული ტური, ალბათ, ირაკლი ჩარკვიანის ტური იყო. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ჩარკვიანი ისეთია, როგორიც მთელი მსოფლიოს გენიოსები არიან. მაგალითად, "დიფ ფარფლი" ავიღოთ, მათი ტური გვქონდა. ირაკლი ჩარკვიანიც მუსიკალური გენიოსია. შესაბამისად, ძალიან რთულია, მისი სიმღერის შესრულებას ხელი მოკიდო, რადგან ვერავინ იტყვის, რამდენად კარგი გამოვა შესრულება.

- ერთ-ერთ კონკურსანტზე, ირაკლი ფუტკარაძეზე გკითხავ. ალბათ იცი, რა თქვა მარინა ბერიძემ მასზე. ირაკლიმ პროექტის მიმდინარეობისას საზოგადოებაშიც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.ელოდი, რომ ფინალში ვერ მოხვდებოდა და საერთოდ, როგორ შეაფასებ მას, როგორც მომღერალს?

- ირაკლი ფუტკარაძეს, როგორც მომღერალს, ძალიან ვაფასებ, რადგან ის 15 წლის არის და მისი მონაცემებით მართლა აღვფრთოვანდი, როცა მაიკლ ჯექსონის სიმღერა შეასრულა, რომელიც ურთულესია და მით უმეტეს, ასეთი პატარა ბავშვისთვის. ირაკლიმ ძალიან ბევრი გააკეთა, იმიტომ, რომ 15 წლის ასაკში დადგა ფილარმონიის სცენაზე, ის მთელმა საქართველომ გაიცნო და მთელმა საქართველომ აღიარა, თითქმის ყოველ ტურზე ლიდერი იყო. მარინა ბერიძის შეფასებას რაც შეეხება, ეს ჩემი საქმე არ არის. მე არ ვაკვირდები, სხვები ერთმანეთს როგორ აფასებენ.

- როგორ ფიქრობ, მარინა ბერიძე რომ ჟიურის წევრი ყოფილიყო, კონკურსი რითი იქნებოდა განსხვავებული? ამბობენ, რომ წელს ჟიური ძალიან ლმობიერი იყო.

- წარმოდგენა არ მაქვს, ამ შემთხვევაში როგორი იქნებოდა პროექტი. "ჯეოსტარს" ვუყურებდი და იქ არც იყვნენ ისეთი ძლიერი კონკურსანტები, როგორიც წლევანდელ "საქართველოს ვარსკვლავზე". ჟიური ნამდვილად არ ყოფილა ზედმეტად ლმობიერი. წელს ისე მოხდა, რომ ჟიურის თითოეულ წევრს თავისი ფავორიტი ჰყავდა. თუნდაც, ამბობენ, მიშა მხარს ნინას უჭერსო. რატომღაც, მარტო მიშაზე და ნინაზე გაამახვილეს ყურადღება და არა ზაზაზე და ნუკაზე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაგარი ნაშრომი გამოგვქონდა სცენაზე, პოზიტიურ კომენტარებს მაინც არ ვიღებდით. უარყოფითი შეფასებები ძირითადად, არ კეთდებოდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც მოხდა, თუნდაც ჩემთან დაკავშირებით, რის მოყოლასაც არ დავიწყებ, მაგრამ ხალხმა ეს შეამჩნია და ამ ყველაფერს საჭირო კომენტარებიც მოჰყვა. საერთო ჯამში, ნეგატიური კომენტარები ხშირად, უბრალოდ, ვერ გაკეთდებოდა, რადგან პროექტში ყველა ძალიან მაგარი იყო.

- რა შეცვალა პროექტში გამარჯვებამ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

-  ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა, მაგრამ მე იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ სასურველი პრიზები მოვიპოვე: სასწავლებლად მივდივარ ლონდონში და ალბომს ვწერ. სასტუმროს ნომერიც მე მეკუთვნის, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის აშენდება და საერთოდ, აშენდება თუ არა. მატერიალურზე არც
ვფიქრობ. 23 კვადრატულ ჰაერზე არც აქამდე ვფიქრობდი და არც ახლა ვფიქრობ
. ძალიან მიხარია, რეალური პრიზები რომ მომცეს.

- ხალხს შენი პირადი ცხოვრება ძალიან აინტერესებს. როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვი, პირადი ურთიერთობები იმიტომ აგერია, რომ მთლიანად კონკურსზე იყავი გადართული. ამბობდი, რომ პრობლემების მოგვარების იმედი გქონდა. მოგვარდა თუ ჯერ არა?

- არა და არც აპირებს მოგვარებას. ისეთი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ, ჩემი აზრით, როცა შენი მეორე ნახევარი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მე ვიქნები, პიტო იქნება თუ ვინმე სხვა, კარიერაში რაღაცის მიღწევას ცდილობს, ყოველთვის რაღაც კომპლექსი ჩნდება წარმატებული ადამიანის მიმართ. სავარაუდოდ, მასაც ეს კომპლექსი გაუჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ყველგან, სადაც ვჩნდებოდი, თუნდაც ქასთინგზე, ჟურნალში, გადაცემებში, ყველაფერში და ყველაფერზე პიტოს ვუსვამდი ხაზს და ყოველთვის მას აღვნიშნავდი. იმის გამო, რომ კომპლექსი გაუჩნდა, რაღაცები დაიძაბა და დავშორდით. თვითონ აპირებს თუ არა ამის მოგვარებას, არ ვიცი, მე, ყოველ შემთხვევაში, არ ვაპირებ და ვნახოთ რა მოხდება, დრო გვიჩვენებს.

- ზემოთ ქართული შოუბიზნესი გაკვრით ახსენე. როგორ შეაფასებ ქართულ ესტრადას?

- ჯერ იმაში უნდა გავერკვე, თუ ვინ წარმოადგენს ქართულ ესტრადას. წარმოდგენა არ მაქვს, თუ ასეთები არსებობენ. 18 წელია ვარსებობ და ქართული ესტრადა არ შემიმჩნევია. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ არსებობდეს და ერთ-ერთი დამწყები მე ვარ.

- კონკურსში გამარჯვებულები, საერთოდ, იგებენ პრიზებს და ცოტა ხნის შემდეგ მათთვის ყველაფერი ისევ ძველებურად არის, რადგან უცხოეთში გზას ვერ იკვალავენ, საქართველოში კი შოუბიზნესი მართლაც ცუდ მდგომარეობაშია...

- "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონის პრინციპი ზუსტად ის იყო, რომ გამარჯვებულისთვის მატერიალური საჩუქრები არ გადაეცათ. წანა სეზონის გამარჯვებულმა, ლუკა ზაქარიაძემ სახლი და ავტომობილი მოიგო. სიმღერაში რა მხრივ შეიძლება, სახლმა ან მანქანამ ხელი შეგიწყოს, წარმოდგენა არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ხელს არ შემიწყობდა. შესაბამისად, მე ისეთი პრიზები მხვდა წილად, რომელიც პროფესიულად ძალიან დამეხმარება. თუნდაც, საქართველოში ალბომმა რომ არ გაამართლოს და ზუსტად ვიცი, რომ ალბომი გაყიდვადი არ იქნება, რადგან ქართველებს ალბომების ყიდვა გვეზარება ხოლმე, მაინც კარგი სიმღერები იქნება და რიანას მაგივრად მე მომისმენენ.

- ამბობენ, რომ ნინა სუბლატს ფინალზე ყველაზე გულისამაჩუყებელი ვიდეო გაუკეთეს და შენს გამარჯვებას ამას აბრალებენ...

- როცა მაყურებელი რთავს ტელევიზორს და ნინა სუბლატს უყურებს, რატომღაც არა მგონია, თავში ასეთი იდეა მოსდიოდეს: "ახლა თუ გავიგებ, მამამისთან ცუდი ურთიერთობა რომ აქვს, დავურეკავ". მე ამას არ ვიზამდი და სხვამ თუ ქნა, არ ვიცი, მაგრამ ცოტა ლოგიკას მოკლებულია. ასევე, ნუკას ვიდეოზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ნუკა ორსულადაა, შესაბამისად ორსულობის დროს ძალიან ბევრს მუშაობდა და ეს უფრო გულისამაჩუყებელია. იტყვიან, რომ ორსული გოგოა, ბევრი იმუშავა, რამდენი იწვალა. მით უმეტეს, ნუკამ აღნიშნა, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ტოქსიკოზი ჰქონდა. ასე რომ, ალბათ, ნუკას ვიდეო უფრო გულისამაჩუყებელი იყო, ვიდრე ჩემი.

- როგორ ფიქრობ, რამ ითამაშა მთავარი როლი, რომ ხალხის სიმპათია დაიმსახურე და გამარჯვებული გახდი?

- მთავარი როლი მხოლოდ იმან ითამაშა, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რაც ამ პროექტში უნდა გამეკეთებინა. ისეთი რაღაც, რაც მე გავაკეთე, ჩემი აზრით, აქამდე არავის გაუკეთებია. ისეთი "პერფორმანსი", როგორიც მე მქონდა, არა მგონია, სხვას აქამდე ენახოს.

- ნუკა გვალიას დედამ, ეკა კვალიაშვილმა გამარჯვება მოგილოცა. როგორც შენი საპასუხო კომენტარიდან შეიძლება, დავასკვნათ, დიდად არ გესიამოვნა, რომ მან ხაზი იმას გაუსვა, თითქოს "რუსთავი2-ის რჩეული" გახდი...

- ამ შემთხვევაში, ეკა კვალიაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ჩემი მეგობრის, ნუკა გვალიას დედაა. მიხარია, რომ ამ ორ ადამიანს ვიცნობ. სამწუხაროა, რომ მან ასეთი კომენტარი გააკეთა, მაგრამ არა მგონია, 100%-დან 47% რუსთავი2-ის ყოფილიყო. ეს იყო მთელი მოსახლეობის თითქმის 50%. დიდად არ მაინტერესებს, ვინ რა კომენტარს გააკეთებს. მე ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ და მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატური ადამიანების რჩევას (და არა შეფასებას) ვუსმენ. რჩევა რომ მოეცა, გავითვალისწინებდი.

-შენ ბერას სტუდიაში დადიოდი და ხალხი კონკურსის დაწყებისთანავე შენ გამარჯვებას ვარაუდობდა, რადგან ამბობდნენ, რომ ბერა მესიჯებით უზრუნველგყოფდა...

- ჩემი მიზანი ხალხის გაჩუმება არ არის, პირიქით, ჩემი აზრით, შავი პიარი ყველაზე კარგი პიარია. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ბერასთან თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთობა მქონდა და არა სხვა. პირად ურთიერთობებზეც ილაპარაკონ, მაგას რა ჯობია, სალაპარაკო არ დაილევა. ბერას თუ ჩემთან მოუნდებოდა თანამშრომლობა, მის სტუდიაში ვიქნებოდი და არა რუსთავი2-ში. არც იმას ვფიქრობ, რომ ისე ძალიან ვუყვარდე, ჩემთვის ამდენი ხმა გამოეგზავნა. სანამ არ მიხვდება ქართველი ერი, რომ ადამიანმა ძალიან ბევრი თუ არ იშრომა, ვერაფერს მიაღწევს, იქამდე არაფერი არ გვეშველება. მე ვიშრომე და მივაღწიე. იმასაც ამბობდნენ, რომ ჩემი ყოფილი შეყვარებულიც მაფინანსებდა, რომელიც "ტოპ შოპში" მუშაობს და ხელფასი სულ რაღაც 300 ლარი აქვს. თურმე მან მომაგებინა, მაგრამ არ ვიცი, ეგ როგორ მოხდა. ეტყობა, მთელი 300 ლარი გამომიგზავნა და მოვიგე, არ ვიცი. ფაქტი ფაქტია, გავიმარჯვე და მოდი, შემარგეთ რა.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (81)
Nika
21 ივლისი 2013 06:21
სუბლატი გვარი არაა ფსევდონიმია უბრალოდ,სინამდვილეში სულაბერიძეა ქართველია რაც ძალიან მეამაყება მე პირადად I love you nina.
lali
18 ივლისი 2013 13:21
სუბლატი სადაური გვარია,ან რას ნიშნავს?
Leqso25
13 ივლისი 2013 12:09
ნინა მართლა იმსახურებდა გამარჯვებას,წარმატებები მას თავის მუსიკალურ კარიერაში დიდი პოტენციალი აქვს ამ გოგოს.
qristina
12 ივლისი 2013 23:02
წლევანდელი საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები მართლაც საუკეთესოები არიან მათ ხელშია ახლა შოუ -ბიზნესი.. ნინამ ვარსკვლავობა ნამდვილად დაიმსახურა თავისი ექსტრავაგანტურობით სცენიურობით და უცხო ხმის ტემბრით, მე ნინას ვეთანხმები რომ პოპულარული ადამიანისათვის შავი პიარი აუცილებელია და ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება ჩემი რჩევა არ სჭირდება მაგრამ მაინც ვურჩევ ახლა მხოლოდ თავის დიდ მომავალზე იფიქროს რომელიც შოუ-ბიზნესთანაა დაკავშირებული,მან უცხოეთშიც უნდა სცადოს ბედი,იქ უფრო გაქაჩავს რადგან, ნინა ისეთი გოგოა არასოდეს არ დაიკარგება და ცოდოც არის ამისთვის. წარმატებებს ვუსვრვებ და ვეტყვი რომ ნინა შენ ჩვენი რჩეული ხარ, არ დანებდე რადგან იმაზე დიდი ჭორები გელის წინ ვიდრე წარმოგიდგენია მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვეყვარები,... შენი მთელი არსებით...
barbare
11 ივლისი 2013 02:22
--ძალიან მაგრად კი აგვარდნია თავში, მართლია არ მინახავს შენი ნამღერი,მაგრამ- აშკარაა განათლება საერთოდ არ გაქვს შენი ინტერვიუდან გამომდინარე, რეალობაში დაბრუნდი ჯობია ,მერე ძალიან მაგრად ,რომ არ დაენარცხო მიწაზე- -წარმატებებს გისურვებ
ლანა
09 ივლისი 2013 14:46
ნინამ ნამდვილად დამსახურბულად გაიმარჯვა , რა შუაშია ბერა და ვიღაცეები ??? ყველაფერი აქვს ამ გოგოს რაც სცენას , მომღერალს სჭირდება აღარ დავიწყებ ჩამოთვლას . რაც შეეხება ნუკას ის მღერის კარგად და სხვა მონაცემი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სცენისთვის, მომღერლისთვის (ანუ რაც ნინას აქვს), არ აქვს ნუკას. ნინა გამარჯვებულია, რაც არ უნდა იბოღმოთ ამას ვერ შეცვლით. გამიხარდა ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება რომ მიიღო მაყურებელმა. ნინა Good Luck ! მადლობა მოსმენისთვის
Xelovneba
08 ივლისი 2013 20:57
Sxvam rac unda tkvaso,ciskvilma ki pkvaso! Nina unichieresia da talantia! misi namgeri sulidan amodzaxili simgera pinalhi hedevria. Exlac ki chamesmis misi xma da htabechdilebebis kveh var,didi xelovnebac scored esaa hedevria samudamod henhi rom rcheba ))),heidzleba im cutas agprtovande magram meore dges ar gaxsovdes,ninam ki chemhi da ara marto chemhi caruhleli grdznoba dabada! Nina hen geniosi xar genacvale mikvarxar!!!
nata
08 ივლისი 2013 01:55
სხვისი არ ვიცი მაგრამ რაც არ უნდა იმართლოს თავი კვალიაშვილმა ან ვინმემ ამართლოს ჩემს თვალში მაინც თვალთმაქც ადამიანად დარჩება იმიტომ რომ პირში ულოცავს ამ გოგოს პირს უკან ინტრიგებს ხლართავს რუსთავის 2-ის ვარსკვლავს და რუსთავი 2-ის რჩეულს ეძახის არამგონია მართლა ისეთი გულუბრყვილო ქალი იყოს რუსთავი 2-ისა ვარსკვლავობას და საქართველოს ვარსკვობას ვერ არჩევდეს ერთმანეთისგან,უბრალოდ ახლა ცდილობს როგორმე გაიმართლოს თავი რადგან მიხვდა რომ ხალხისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა მის ბოღმანარევ კომენტარებს,ცნობისთვის ნინა ხალხის რჩეულია ქალბატონო ეკა და არა რუსთავი 2-ის და თქვენ თუ ეს ორი რამ ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევიათ მაშინ ვერ უნდა იყოს თქვენი საქმე კარგად.ნინამ ძალიან ღირსეული პასუხი გაგცათ მუზიკ-ბოქსთან ინტერვიუში ეკა ჩემი უახლოესი მეგობრის ნუკას დედაა,პატივს ვცემ ამიტომ და სულ რომ წამკბინოს ან არ წამკბინოს მაინც არაუშავს და მადლობაო.ამის მერე კიდევ უფრო ვაფასებ ნინას ყოჩაღ ნინა შენ ნამდვილად ღირსეული გამარჯვებული ხარ საქართველოს ვარსკვლავის ასე გააგრძელე ნურავის ნუ მიაქცევ ყურადღებას.
Tamuna
08 ივლისი 2013 01:34
ნუკა კარგად მღერის მაგრამ ნინა სულ სხვაა ისეთი ქარიზმა აქვს,ისეთი გულწრფელი ემოცია მოაქვს სიმღერისას ჯერ მარტო ამით ჩრდილავს ყველას.რაც შეეხება გულშემატკივრებს რეალურად ყველაზე მეტი გულშემატკივრების არმია სწორედ ნინას ყავს თავიდანვე ნინა იყო უმთავრესი ფავორიტი შეგიძლიათ გადახედოთ სოციალურ ქსელებში რეიტინგს და ეს შედეგებზეც აისახა საბოლოოდ,გადახედეთ ფეისბუქს ჯერ მარტო რამდენს აქვს ნინას გვერდი დალაიკებული და რამდენს ნუკასი,ყველაზე მეტი ნახვებიც,ლაიკებიც, იუთუბიზე და მაივიდეოზე სწორედ ნინას აქვს,ნუკას ბევრი გულშემატკივარი შეიძლება ყავს მაგრამ ნუკაზე ბევრად მეტი ნინას ყავს არმია კი არმიაზე მეტია:D ეს პროცენტებშიც აისახა.სამივეს წარმატებები,პირველ რიგში კი ნინას ვუსურვებ მსოფლიო შოუ-ბიზნესის დაპყრობას უმაგრესი გოგოა.
nini
06 ივლისი 2013 19:31
ეკა ნამდვილად კარგი ადამიანია და კარგი დედა! ვულოცავ ნინას გამარჯვებას, მაგრამ მე ვგულშემატკივრობდი ნუკას ის ჩემთვის და ხალხის 50 პროცენტისთვის ვარსკვლავზე მეტია !!! წარმატებები სამივეს მარიკოს ნინას და ნუკას ისინი მარტლაც ძალიან ნიჩიერები არიან.
ნუკა არი ყველაზე მაგარი ვოკალის მქონე ადამიანი და მის გვერდით დგას გულშემატკივრების მტელი არმია ! ნუკა
მიყვარხარ !
vitom eka
06 ივლისი 2013 13:53
კვალიაშვილის სახელით ნუ წერ ვინც ხარ. არც კი იცოდა ეს სტატია
.
06 ივლისი 2013 01:52
რა ლამაზი თვალები აქვს ^_^
Likuna
06 ივლისი 2013 01:10
yvelanairad magari gogoa vulocav gamarJvebas,ise kai azria ervoviaziaze gavushvat ra es mogveba tu gvinda.
zzz
05 ივლისი 2013 17:00
ხალხო ღამეც ნინი მელანდება,ვცხოვრობ საზღვარგარეთ და ყოველთვის ინტერნეტის საშვალებით ვეცნობი იმას რაც საქართველოში ხდება,რუსთავი 2,პრესა ჯე,ამბები ჯე,კვირის პალიტრა ჯე,კველგან ეს არის პირველსავე გვერძე,ერთადერთი საიტია სადაც მაგის სახეს ვერ ვხედავ,პოლიცე ჯე,ნინიზე მეტი აქტუალური თემა აღარ არსებობს მგონი საქართველოში...რა იმღერა კი მარა ისეთი რომ ყველა აღფროვანებულია,საქართველოს ვარსკვლავი ნინა ვიღაცა...ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,გავუშვათ შემდეგ წელს ევროვიზიაზე და კიდევ უფრო გავაოცებთ ევროპას ჩვენი °შედევრებით°...
nina
05 ივლისი 2013 15:22
გილოცავ ნინააააა .... შენ ეს დაიმსახურეეეე....
გააკეთე კომენტარი
 *   

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
"ამ ნომრით მე ქართული საზოგადოების ტკივილი ვაჩვენე"

"წერენ, თითქოს ცოცარი არ უნახავთ და არ იციან, რა არის, არადა ამ ხალხის 90% 24 საათის განმავლობაში ან ცოცარს უყურებს ან არადა, მასზე ოცნებობს"

"ქართველებში დევს ღორული თვისება - შეიძლება მოეწონათ, მაგრამ იმდენად დაბოღმილები არიან რომ ამას არ იტყვიან"
დაწვრილებით...
"ორი წლის წინ პოკერტურნირში გავიმარჯვე. წელსაც მიმიწვიეს და ისევ ის  სამოსი ჩავიცვი, რაც მაშინ მეცვა, მაგრამ არ მიშველა, წავაგე"

"ჩემს მანქანას მეხი დაეცა და მივხვდი, რომ მეტალმა უარყოფითი ენერგია ამაცილა..."
დაწვრილებით...
"10-15 წლის შემდეგ ალბათ აუცილებლად ვიცხოვრებ საკუთარ ოჯახთან ერთად, მერქმევა ცოლი და მეყოლება სულ ცოტა ოთხი შვილი"

"არასდროს მიზიდავდა პოდიუმი, არანაირი კასტინგები და კონკურსები. ჩემთვის ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო იყო ჯინსით და კედებით"
დაწვრილებით...
ვისაც უნდა თამაშობდეს ორლანდო ბლუმი, მაინც ქალთა გულთამპყრობლად დარჩება... ახლა ის რომეოს თამაშობს ბროდვეიზე, უკვე 37 წლის არის, მაგრამ უწინდებურად ატყვევებს ქალებს.
დაწვრილებით...
სერიალ "სექსი დიდ ქალაქში"  მომხიბლავი გმირის შემსრულებელს 49 წელი შეუსრულდა. თუმცა, სარა ჯესიკა პარკერი უწინდებურად ლაღია, ასაკისაც არ ეშინია.
დაწვრილებით...
"დიდი ამბავი, თუ ჩემი უკანალიც პოპულარული იქნება"

"ჩვენ ტამტამებად კი არ აღგვიქვეს, არამედ გარყვნილი და ბილწი აზრები მოუვიდათ, რადგან მათ გონებაში მხოლოდ სიბილწე ტრიალებს"
დაწვრილებით...
მომღერალი სკანდალურ სტატუსზე განმარტებას აკეთებს  

მომღერალ მაია დარსმელიძისთვის წინა კვირა დაძაბული გამოდგა... ყველაფერი კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დაიწყო:
დაწვრილებით...
თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - გიორგი ყიფშიძე მეუღლეს გაშორდა და ჯულიანა ბარგნარი შემოდგომაზე ცოლად მოჰყავსო.
დაწვრილებით...
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საზოგადოებამ სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც ექსცენტრიკულ პოლიტიკოს ცოტნე ცოტაშვილს ასახიერებს. მისი გმირი გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული და მსახიობისადმი ინტერესიც გაიზარდა. გიორგიმ ახლახან ოჯახიც შექმნა. "კვირის პალიტრა" გიორგი ბახუტაშვილს ესაუბრა.
დაწვრილებით...
"6 მილიონიანი შოუდან ბევრად მეტს ველოდი"

"Allianz Arenaა" -ს გახსნის ცერემონიისთვის ერთი არწივი გვჭირდებოდა და ორი მოიყვანეს"
დაწვრილებით...
ვიგირავებ 2-ოთახიანი, 60 კვ.მ. გარემონტებულ ბინას...
არასტანდარტული პრ. 235 კვ.მ. თეთრი კარკასი სანზონაში,...
ფასი: ...
ფასი: ...
მამულ-დედული