"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"
"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"
10-02-2016
ჟურნალ "გზას"  რუბრიკაში "დაუსრულებელი წინადადება" სტუმრობს მსახიობი დავით ხახიძე. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თეატრის სცენაზე თამაშობს, პოლულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. მისი გმირი, ზვიადი ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა, მაგრამ ამჟამად სერიალში შესვენების პერიოდი აქვს. სამაგიეროდ, დაკავებულია გოგა ხაინდრავას ფილმში, რომლის პრემიერაც ზაფხულისთვის იგეგმება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თავისუფლება...
- ...ეს არ არის ის, რომ აკეთო ყველაფერი, რაც თავში მოგივა. თავისუფლება მშვიდად ფიქრია შენზე, სამშობლოზე, სამყაროზე... ვაჟა-ფშაველას აქვს ძალიან საინტერესო წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ". მას ამ წერილში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები და საერთოდ, ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია.
კადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

- ბედისწერის...
- ...მჯერა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა ბედისწერის არსებობაში, მაგრამ ამ ამბებს იმ მიზეზის გამო ვერ გიამბობთ, რომ ძალიან პირადულია.
.....
- როცა მარტო ვარ...
- ...ვფიქრობ ათას რამეზე. განმარტოება, ტყეში სიარული, თევზაობა მიყვარს, ნადირობა - ნაკლებად. მიყვარს ბუნება, იქ ფიქრისთვის მეტი დრო გაქვს. ვთვლი, რომ კარგი მეთევზე ვარ. ამ პროცესზე ვგიჟდები, ეს ჩემი ჰობია. შემიძლია, სათევზაოდ ყოველდღე ვიარო,
უმეტესად - ხრამზე ვთევზაობ, რადგან სუფთა მდინარეა. თევზაობისთვის მომზადება ეს მთელი რიტუალია. ასეთ დროს ყველა ყოფითი საფიქრალი უკან გრჩება. სოფელზე და ბუნებაზე შეყვარებული კაცი ვარ. ჩემი გვარი თუშურია, ხახიძეები სოფელ აგიურთიდან ვართ. ეს სოფელი შენაქოსთან ახლოსაა.

- ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...როცა თბილისის "დინამო" ჩემპიონი გახდა, მე და მამა ამ თამაშს ერთად ვუყურებდით. მამაზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ვერ წარმომედგინა, ქვეყნად ვინმე ჩემზე მეტად თუ უყვარდა. ამ დღეს მკითხა, - იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო. ცუდად გავხდი, საშინლად მეწყინა და მასთან დალაპარაკება აღარ მინდოდა. ბუნებრივია, მაშინ მისი ნათქვამი ვერ გავაცნობიერე. გავიდა წლები და შეგნებულ ასაკში მივხვდი, რას ნიშნავდა მამის ნათქვამი. მისი განზრახვა ალბათ, ის იყო, რომ ბავშვობიდანვე უფრო მეტი მეფიქრა სამშობლოზე.

სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 11 თებერვლის ნომერში

თამუნა კვინიკაძე
Ponto
12 თებერვალი 2016 11:41
კარგი მსახიობია და კარგი ადამიანიც ყოფილა. ესეთ ადამიანს ხაინდრავასთან რა დარჩენია :((
laliko
12 თებერვალი 2016 08:51
არაჩვეულებრივი მშობლების შვილი.მამა-მსახიობი (ნათელში იყოს),დედა-მუსიკოსი,ძალიან მიყვარს ქალბატონი მარიეტა.
სხვა სიახლეები
ამერიკაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, ნუკი კოშკელიშვილის საქართველოში დაბრუნებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა: ჭორი გავრცელდა, თითქოს ქართველი ტელესახე ამერიკელ მეუღლეს დაშორდა...
დაწვრილებით...
"X Factor-ის მესამე "ლაივი" ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ აუტსაიდერებში ნინა ყიფშიძე და მალიბუ ტუღუში აღმოჩნდებოდნენ. სამწუხაროდ, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტი მალიბუმ დატოვა.
დაწვრილებით...
"გაგებული მქონდა, რომ მეგობრული, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ქართველებთან ერთად ვმუშაობ და ასე თუ ისე, გიცნობთ, მაგრამ რაც აქ დამხვდა, არ ველოდი"
დაწვრილებით...
"ჯოჯოხეთური შრომა, 24-საათიანი მუშაობა მიწევს ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად და ეს საქმე სულაც არ არის ისეთი სახალისო, როგორც ადრე მეგონა, მაგრამ ბედნიერი კაცი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სხვაგვარად მართლა ვერ ვიცხოვრებ"
დაწვრილებით...
მეტად მოუხელთებელი რესპონდენტი, რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე" "ჭოლა" თავს გადახდენილ მხიარულ ამბებს ჟურნალ "გზასთან" იხსენებს, რომლიდანაც ერთ ისტორიას გთავაზობთ:
დაწვრილებით...
"ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე აშკარად დაბადებისას განგვაცალკევეს. ანუ გამოდის, ახლა 800 წლის ვარ"
დაწვრილებით...
" არ ვიცი, რატომ იგონებდნენ ამდენ ჭორს ჩემზე"

"როდესაც უკვე ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი როგორც ცა და დედამიწა, ისე განვსხვავდებოდით"
დაწვრილებით...
ლოს ანჯელესის "დოლბის" თეატრში "ოსკარების" რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
დაწვრილებით...
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
იყიდება 50 კვ.მ. 3-ოთახიანი
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება 2 -ოთახიანი ბინა აქსის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები