ჯიოევას ინსულტი დამართეს - კვირის პალიტრა

ჯიოევას ინსულტი დამართეს

10 თებერვალს ცხინვალის მთავრობის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ე.წ. ინაუგურაციას და თავისი თავის პრეზიდენტად გამოცხადებას გეგმავდა.თუმცა 9 თებერვალს ცხინვალის რეჟიმის შეიარაღებული ფორმირების 200-მდე ნიღბიანი და ავტომატიანი წევრები ჯიოევას შტაბში შეიჭრნენ, დალეწეს ოფისი, ოპოზიციონერებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ალა ჯიოევას კონდახი თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი იატაკზე დააგდეს. ოპოზიციის ლიდერს ინსულტი დაემართა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევის განცხადებით, ზემოხსენებული სპეცოპერაციით ქვეყანა "სახელმწიფო გადატრიალებას" გადაურჩა.