ცემა-ტყეპა ბიბლიოთეკასთან
ცემა-ტყეპა ბიბლიოთეკასთან
11-02-2013
8 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სააკაშვილის გამოსვლა გადაიდო. სამაგიეროდ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიემართა. ბიბლიოთეკასთან დილიდანვე შეიკრიბნენ პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებისას დაზარალებულები. ისინი პრეზიდენტის გამოსვლაზე 10-კაციანი ჯგუფის დაშვებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს შენობაში არ შეუშვებდნენ. ამ თხოვნაზე უარი მიიღეს, რის შემდეგაც ბიბლიოთეკაში შესვლა სცადეს, რაც პოლიციამ აღკვეთა. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ბიბლიოთეკაში შესვლა "ნაციონალების" ლიდერებმა სცადეს, კერძოდ, ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა გაემართა ხალხისკენ.

აქციის მონაწილეებმა მას ბოთლები და ქაღალდები ესროლეს. შემდეგ კი იქ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა "ნაციონალები" მივიდნენ. გიგი უგულავა გაიძახოდა: "ჰა, მოაწყვეთ შოუ ახლა". მას ბოთლები და კვერცხები ესროლეს, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ადგილზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, "ნაციონალებს" ბიბლიოთეკაში შესვლა ორი ალტერნატიული დერეფნით შეეძლოთ, თუმცა მათ  ხალხის გავლით მოინდომეს იქ შეღწევა. ღარიბაშვილმა პროვოკაციაში გიგი უგულავას დასდო
ბრალი. საბოლოოდ, ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მისვლა ჩაიშალა და მან საზოგადოებას თავისი რეზიდენციიდან მიმართა. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ დააკავა მელორ ვაჩნაძე, მიშა მესხი, რომლებსაც სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გელა მამალაძე თაქთაქიშვილისთვის და რამდენიმე ნაციონალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშია ბრალდებული (ვრცლად იხ. გვ. 5, 6, 7, სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მეუღლესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა.
დაწვრილებით...
ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუები დროებით გააჩერა და ამასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
დაწვრილებით...
"გულით მოგესალმებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას"
დაწვრილებით...
26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ეწვევა.
დაწვრილებით...
როგორც გაირკვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო სექტემბრის ბოლოს გაეროში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრების ვიზიტებს ცალ-ცალკე ამზადებს.
დაწვრილებით...
"პროკურატურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებს," - განაცხადა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.
დაწვრილებით...
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს.
დაწვრილებით...
19 აგვისტოს ჟინვალის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. ქვების მასაში მსუბუქი ავტომობილი მოყვა, რომელიც ანანურიდან ჟინვალისკენ მიდიოდა.
დაწვრილებით...
ქობულეთში, ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1986 წელს დაბადებული გიორგი ნინიკური ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს.
დაწვრილებით...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი 25-26 აგვისტოს საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იგეგმება.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად! კეთილმოწყობილი ბინა საბურთალოს
ქირავდება დღიურად 2-ოთახიანი ბინა
ფართი მდებარეობს სანაპიროზე, გალაქტიონის ხიდის
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები