გვირგვინი შეცდომით დაწვა - კვირის პალიტრა

გვირგვინი შეცდომით დაწვა

სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანმა 9 აპრილის მემორიალთან  სლოვაკეთის დელეგაციის  გვირგვინის ლენტი დაწვა. ლენტი სლოვაკეთის დროშის ფერებში იყო, რაც რუსეთის დროშის ფერების იდენტურია და გაზდელიანს სწორედ რუსული ტრიკოლორი ეგონა. ამასთან, მან ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. "ლენტის მაგივრად ჯობდა, მინაწერი გაეკეთებინათ, თუ რომელი ქვეყნის დელეგაციის გვირგვინი იყო. სლოვაკეთის დელეგაციასა და მათ ქვეყანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა, ეს მათი შეცდომაა. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს რეაქციას გამოიწვევდა", - განაცხადა გაზდელიანმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).