ჟურნალისტები ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ჟურნალისტები ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი 15 აპრილს სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული. ისინი ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩარევის შემდეგ, 17 აპრილს გაათავისუფლეს. "იზოლატორში ფსიქოლოგიურ ზეწოლას განვიცდიდით. იქ არსებული მდგომარეობა მძიმე, არაადამიანური იყო. მთელი დღე ჩაისა და პურზე ვიყავით. სხვადასხვა პირებს გავყავდით საკნიდან. ერთი ახალგაზრდა  კაცი ქართულად გველაპარაკებოდა, საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო და თავაზიანად გვექცეოდა", - განაცხადა ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ (ვრცლად იხ. გვ. 35)