ტრაგედია უკრაინაში - კვირის პალიტრა

ტრაგედია უკრაინაში

უკრაინაში, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 283-ვე  მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა; მათგან 154 - ჰოლანდიის, 45 - მალაიზიის, 27 კი ავსტრალიის მოქალაქე იყო. ბორტზე იყვნენ ასევე ბრიტანეთის, ბელგიის, ფილიპინებისა და კანადის მოქალაქეებიც. კატასტროფას გადაურჩა ერთი მგზავრი, რომელმაც აეროპორტში მისვლა დააგვიანა. ამერიკის დაზვერვამ დაადასტურა, რომ მალაიზიური "ბოინგი" "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ინფორმაციით კი, რაკეტის სითბური კვალი ავიალაინერთან რადარმა დააფიქსირა. "ბოინგ 777"-ის ბორტზე შიდსთან ბრძოლის საკითხებში 100-ზე მეტი წამყვანი ექიმი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბოინგის" ჩამოვარდნის გარემოებებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გამოიძიებს (ვრცლად იხ.გვ 5).