ავღანეთიდან ქართველი სამხედროები დაბრუნდნენ - კვირის პალიტრა

ავღანეთიდან ქართველი სამხედროები დაბრუნდნენ

ავღანეთიდან 23-ე ბატალიონის კიდევ ერთი ნაკადი - 150 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰილმენდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ. მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ორჯერ იყვნენ და ორჯერვე უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.