პარლამენტარებს ხელფასი ეცოტავებათ - კვირის პალიტრა

პარლამენტარებს ხელფასი ეცოტავებათ

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასის გაზრდაზე ალაპარაკდა. ეს საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისას დადგა. ხელფასების გაზრდის თაობაზე პირველი განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, მისი პოზიცია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმაც გაიზიარა, რომლის თქმითაც, პარლამენტარის ხელფასი შეადგენს 2.000 ლარს, დეპუტატი ხელზე იღებს 1.600 ლარს, ხოლო პრემია საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან საერთოდ არ გაცემულა. აღსანიშნავია, რომ გარდა ხელფასისა, დეპუტატები დაახლოებით ამდენივე თანხას სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის დამატებით იღებენ. საბოლოო ჯამში ეს 3.000 ლარზე ცოტა მეტი გამოდის.