უცხოელი ექსპერტები პროკურატურაში - კვირის პალიტრა

უცხოელი ექსპერტები პროკურატურაში

მთავარ პროკურატურაში "პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებთან" დაკავშირებით უცხოელი სპეციალისტები: სერ ჯეფრი ნაისი, პოლ კაფი და მოშე ლადორი მოიწვიეს. ჯეფრი ნაისი 1998-2006 წლებში იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, მილოშევიჩის საქმეს. ის ასევე იყო ასადის რეჟიმის დანაშაულებათა გამომძიებელი. მოშე ლადორი 2013 წლის ბოლომდე ისრაელის სახელმწიფო პროკურორი გახლდათ და არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ზედამხედველობდა. პოლ კაფი აშშ-ის "მთავარი გამომძიებელი", იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების დირექტორი გახლავთ. თავის დროზე მუშაობდა კოსოვის კონფლიქტში ომის დანაშაულების გამოძიებაზე.