"ძალიან მომენატრა საქართველო" - კვირის პალიტრა

"ძალიან მომენატრა საქართველო"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ." - პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა სამების ტაძარში მასთან შესახვედრად შეკრებილ მრევლს. პატრიარქი გერმანიაში თანმხლებ პირებთან ერთად 2 ივლისს გაემგზავრა. უწმინდესის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქს გერმანიაში კარდიოლოგიური მიმართულების გეგმურ-პროფილაქტიკური გამოკვლევა და 18-დღიანი მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. უწმინდესი ბერლინთან ახლოს, ბრანდერბურგის ჰოპერგარტენის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა.