ამერიკელი ჟურნალისტი ბარბაროსულად მოკლეს - კვირის პალიტრა

ამერიკელი ჟურნალისტი ბარბაროსულად მოკლეს

მსოფლიო შეძრა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, რომელზეც ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლისთვის თავის მოკვეთაა ასახული. "ბოევიკების" განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა აშშ-ის მიერ ერაყში განხორციელებული თავდასხმების საპასუხო შურისძიებაა. 40 წლის ჯეიმს ფოლი ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისთვის წლების განმავლობაში მუშაობდა. ის ტერორისტებმა 2012 წელს სირიაში გაიტაცეს და მას შემდეგ დაკარგულად მიიჩნეოდა. "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მონაცემებით, 1992 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოში 1 070 ჟურნალისტი მოკლეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტი, 165 ჟურნალისტი, ერაყშია მოკლული (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).