დავით ბაქრაძის სიმამრი დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

დავით ბაქრაძის სიმამრი დაჰკითხეს

მთავარი პროკურატურა დავით ბაქრაძის ანგარიშზე არსებული თანხების წარმომავლობით დაინტერესდა. მედიით გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ HSBC ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც განთავსებული იყო 276 849,89 გირვანქა სტერლინგი. პროკურატურამ მიიჩნია, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან ეს თანხა ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრთა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ყოფილა. ბაქრაძის თქმით, თანხა იმ სახლის საფასურია, რომელიც 2002 წელს მისმა სიმამრმა ლერი მეტრეველმა გაყიდა. პროკურატურამ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. დავით ბაქრაძის სიმამრი მოწმის სტატუსით უკვე დაჰკითხეს.