მემორანდუმი გაფორმდა - კვირის პალიტრა

მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია Sony-ს, "პალიტრა TV"-ს, კომპანია "ინოვატორსა" და Linear Acoustic-ს შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის ტექნიკური გადაიარაღება მოხდება.

"პალიტრა TV"-ის დირექტორი ინგა დადიანი: "ტელევიზია იანვარს სრულიად გადაიარაღებული ტექნიკით და ახალი სტანდარტებით შეხვდება. დღევანდელი მემორანდუმი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შონყ-ს და სხვა სერიოზული სატელევიზიო ტექნიკის მწარმოებლების მხარდაჭერით ტელეკომპანია მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინ.

შონყ-ის რეგიონული მენეჯერის, ვიტალი სიმაშკოს, განმარტებით, დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კომპანია "პალიტრა TV"-ს თანამედროვე კამერებს გადასცემს.

"ამ პროექტში ჩვენი ჩართვით "პალიტრა TV"-ს ეძლევა საშუალება, გააუმჯობესოს აუდიოხარისხი და მაყურებელს მიანიჭოს უფრო მეტი სიამოვნება"," - განაცხადა Linear Acoustic-ის წარმომადგენელი იგორ ტაიგუნოვმა.