კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება - კვირის პალიტრა

კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II კვიპროსში ამ ქვეყნის მთავარეპისკოპოსის ქრიზოსტომოს II-ის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა. პატრიარქმა წმინდა ადგილების მოლოცვასთან ერთად, მოინახულა ღალია, სადაც X საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა და სადაც ახლა მხოლოდ ნანგრევებია. ვიზიტის დასრულებისას კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი. ღალიაში აშენდება სამონასტრო კომპლექსი, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება. პატრიარქმა და კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა შეხვედრაზე 2016 წლის საეკლესიო კრების მომზადების საკითხზეც ისაუბრეს.