კახა ბენდუქიძე კუკიაზე დაკრძალეს - კვირის პალიტრა

კახა ბენდუქიძე კუკიაზე დაკრძალეს

კახა ბენდუქიძე, რომელიც გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში 13 ნოემბერს გარდაიცვალა, 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. პანაშვიდი დილიდან დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მიმდინარეობდა, სადაც შეკრებილი იყვნენ ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები. კახა ბენდუქიძის ახლობლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მიუსამძიმრა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები. ოჯახს მიუსამძიმრეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ და მეუღლემ სანდრა რულოვსმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).