საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე - კვირის პალიტრა

საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე

ამერიკული "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,2 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებით, მსოფლიოს მილიარდერებს შორის, ბიძინა ივანიშვილი 273-ე ადგილს იკავებს მაშინ, როცა 2013 წელს 229-ე პოზიციაზე იყო. აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" 2013 წლის მარტში გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,3 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2012 წელს კი ყოფილი პრემიერის ქონება 6,4 მლრდ დოლარი იყო.

ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანად.