პუტინი საქართველოს ხელისუფალთ მოსკოვში ეპატიჟება - კვირის პალიტრა

პუტინი საქართველოს ხელისუფალთ მოსკოვში ეპატიჟება

"თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ!", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. პუტინი ასევე შეეხო საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მისი განცხადებით, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხი იმ ხალხთან დიალოგს უკავშირდება, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. პუტინის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "ჩვენ გვაქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა შედგეს, მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით უნდა გაიმართოს, ამას კარგი მომზადება სჭირდება".