მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს - კვირის პალიტრა

მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებასაც იწყებს", - განცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. "ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვები თეა წულუკიანთან, ასევე პროკურატურასთან, მთავრობის წევრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.