ჭიკაიძე გადადგა - კვირის პალიტრა

ჭიკაიძე გადადგა

“მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას", - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მიმართა. ღარიბაშვილმა ჭიკაიძის თხოვნა დააკმაყოფილა და განაცხადა: "ლექსო არის ღირსეული ადამიანი და ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მართლაც ღირსეული პოლიციელი და ერთგული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის".

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, ძალიან მკაცრად დაისჯება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).