"თავისუფალმა დემოკრატებმა" პოსტები დატოვეს - კვირის პალიტრა

"თავისუფალმა დემოკრატებმა" პოსტები დატოვეს

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს. თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა. ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გასულ კვირას გადააყენეს. აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე გუბაზ სანიკიძემ შეცვალა.