"აწმყოსა და მომავლის არდანახვა საშიშია" - კვირის პალიტრა

"აწმყოსა და მომავლის არდანახვა საშიშია"

"ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, როდესაც ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა... ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ, დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს". მისი თქმით, "წარსული ცხოვრება საჭიროა, მაგრამ აწმყოსა და მომავლის არდანახვა საშიშია. “მაინც სად მივდივართ? ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ და თითქოს ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა - მეცნიერებამ, ფილოსოფიამ, ინტერმედიამ და სხვ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჟამი ახლოს არის. ადამიანს წარსულში ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს კი ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას.