პრემიერი პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

პრემიერი პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა

"ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ.

"რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნას, თითქოს მთავრობამ არ მოიწვია პრეზიდენტი და არ განვიხილეთ ჩვენი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს არის მთავრობის პრეროგატივა და კომპეტენცია", - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით: "საწყენია, როდესაც ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან გაუმართლებელ კრიტიკას ვისმენთ."