გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა - კვირის პალიტრა

გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა

შსს-ს რეფორმის შედეგად ცალკე გამოყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა. ”ვახტანგ გომელაური არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი და მჯერა, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს,” - ასე წარუდგინა იგი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პარლამენტში ფარული კენჭისყრის დროს გომელაურს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, რადგან ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა. გომელაური ამ პოსტზე 6 წლის ვადით დაამტკიცეს.