ფესტივალი დასრულდა - კვირის პალიტრა

ფესტივალი დასრულდა

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც  26 ივლისს თბილისში გრანდიოზულად გაიხსნა, 1-ელ აგვისტოს ოლიმპიურ სოფელში საზეიმოდ დაიხურა. ახალგაზრდა ათლეტები სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საქართველომ ასპარეზობაზე 4 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველა გამარჯვებული და პრიზიორი ძიუდოისტია. ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა მოიპოვეს. პირველი ოქროს მედალი კი ქართველებს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობინზონ ბეგლარაშვილმა მოუტანა. სულ ფესტივალში 48 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.