კუბაში ამერიკის საელჩო გაიხსნა - კვირის პალიტრა

კუბაში ამერიკის საელჩო გაიხსნა

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ კუბის დედაქალაქ ჰავანაში აშშ-ის საელჩო გახსნა. გახსნის ღონისძიებაზე ის სამი ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი მიიწვიეს, რომლებმაც 1961 წელს ამერიკის საელჩოში ქვეყნის დროშა დაუშვეს, ამჯერად კი აღმართეს. გასული წლის დეკემბრიდან ამერიკამ და კუბამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ღონისძიებების გატარება დაიწყეს. კუბამ აშშ-ში საელჩო ივლისში უკვე გახსნა.