იური ვაზაგაშვილის საქმე - კვირის პალიტრა

იური ვაზაგაშვილის საქმე

"პროკურატურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებს," - განაცხადა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ აშშ-სა და საფრანგეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ლაპარაკია პირზე, რომლის დნმ-ის კვალიც, სოსანაშვილის კვალთან ერთად, აღმოჩნდა იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, რომლითაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. პროკურორის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სოსანაშვილს აფეთქების წინა პერიოდში სატელეფონო კავშირი სწორედ ამერიკასა და საფრანგეთში მყოფ პირებთან ჰქონდა.