მკვლელობა ქობულეთში
ქობულეთში, ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1986 წელს დაბადებული გიორგი ნინიკური ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდაა, რომელმაც დანაშაული აღიარა (სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე).